საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა
თავის პირველ სამშობლოში დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა.
როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანია RTVI-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, ის საქართველოში დაბრუნებას შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების დროს გეგმავს.
"საქართველოს ხელისუფლება კიევთან ჩემს შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებდა. მე უკვე უკრაინის ხელისუფლების მიერ ვიყავი დაკავებული, როცა პეტრო პოროშენკო მათ ეუბნებოდა - წაიყვანეთ და ქართულ ციხეში ჩასვითო, მაგრამ ივანიშვილი არ დათანხმდა. ბიძინა ივანიშვილს ჩემი ეშინია. როგორი განაჩენიც არ უნდა გამომიტანონ, თბილისში მაინც ჩავალ და ეს ალბათ, საპრეზიდენტო არჩენების დროს, შემოდგომაზე მოხდება. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებს წააგებს. გააყალბებს, მაგრამ არ გაუვა. საბოლოო ჯამში ვერაფერი უშველის"-განუცხადა სააკაშვილმა რუსულ ტელეკომპანიას.
p.s. ინტერვიუს ვრცელი, ქართულენოვანი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:
WWW.NSP.GE

















