logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის 2018 წლის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა
პარლამენტის 2018 წლის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა
17:58 29.06.2018
მე-9 მოწვევის პარლამენტის 2018 წლის საგაზაფხულო სესიამ დღეს მუშაობა დაასრულა. სესიის დახურვამდე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ მეორე მოსმენით დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე წარმოადგინა.

ცვლილება ითვალისწინებს ტერმინების - „ინდივიდუალური მუშაობა“, „ვაუჩერი“, „ინკლუზიური განათლება“, „მასწავლებელი“, „ინდივიდუალური სასწავლო გეგმა“, „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე“, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი“, „პანსიონური მომსახურება“ და „პედაგოგიური საქმიანობა“ ახლებურ განმარტებას.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონპროექტით, ასევე, რეგულირდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სმენის და მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებთან ქართული ჟესტური ენის ან/და ბილინგვური სწავლების და ბრაილის სისტემის ან/და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის თანახმადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს.

პრესსამსახურის ცნობითვე, მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

პარლამენტის წევრმა, სულხან მახათაძემ მუხლობრივი განხილვისას განაცხადა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტებში გათვალისწინებული და ასახულია პირველი მოსმენის შემდეგ გამოთქმული შენიშვნები.

პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს გამართულ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განსახილველი საკითხების პლენარული სხდომის დღის წესრიგში ჩასმას დაუჭირეს მხარი. შესვენების შემდეგ პარლამენტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა გააგრძელა.

საქართველოს პარლამენტის წევრების: მარიამ ჯაშის, გენადი მარგველაშვილისა და სიმონ ნოზაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“, პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა.

დღესვე, მესამე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძის განმარტებით, წარმოდგენილ დოკუმენტებში ასახულია მეორე განხილვის შემდეგ გამოთქმული შენიშვნები.

ირმა ქავთარაძემ, ასევე, წარმოადგინა პარლამენტის დადგენილების პროექტი „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ კონვენციასთან საქართველოს მიერთების თაობაზე და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილების კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ, რომელიც არეგულირებს საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილ გეოდეზიურ სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს.

დეპუტატებმა იმსჯელეს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის მიზნით განხორციელდა.

განხილულ კანონპროექტებს საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უახლოეს მომავალში, პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება, სადაც განხილვის მთავარი თემა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხი იქნება.

„პარლამენტში არის შემოსული მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონთა პაკეტი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია. ჩვენ, აუცილებლად, რიგგარეშე სესიის ფარგლებში შევიკრიბებით, მაღალი ალბათობით, შემდეგ კვირას და განვიხილავთ მთავრობის რეორგანიზაციის საკითხებს. ზაფხულში რიგგარეშე სესია კიდევ გვექნება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საგაზაფხულო სესიის დასრულების ნიშნად, პლენარულ სხდომათა დარბაზში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა