logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: საქართველო სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება ევროპულ გამოცდილებას, მათ შორის, თვითმმართველობის საკითხებში
ზაზა გაბუნია: საქართველო სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება ევროპულ გამოცდილებას, მათ შორის, თვითმმართველობის საკითხებში
16:03 29.06.2018
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, საქართველო სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება ევროპულ გამოცდილებას, მათ შორის, თვითმმართველობის საკითხებში.


ამის შესახებ გაბუნიამ კონფერენციის - „საქართველოს დელეგაციები ევროპულ ინსტიტუტებში - სამოქმედო გეგმები“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველო სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება ევროპულ გამოცდილებას, მათ შორის თვითმმართველობის საკითხებში და ამის თქმის საფუძველს მაძლევს, პირველ რიგში, ის ცვლილებები, რომელიც გადადგმული იქნა ჩვენს მიერ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ამ კუთხით, აღსანიშნავია კონსტიტუციური გარანტიები - ახალი გარანტიები თვითმმართველობისთვის. ჩვენ მოვახდინეთ ინიცირება და თითქმის ყველა საპარლამენტო ეტაპი გაიარა ევროპული ქარტიის დამატებითმა ოქმმა. ე.წ. უტრეხტის ოქმმა, რომელსაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა საპარლამენტო კომიტეტმა და ეს დოკუმენტი გადაიგზავნება მთავრობაში შემდგომი პროცედურებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც პრაქტიკული, ასევე ღირებულებითი თვალსაზრისითაც. საქართველო ამ ნაბიჯით შეუერთდება კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ევროპულ დოკუმენტს ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელიც არის კონცენტრირებული ამ დოკუმენტში და რაც აერთიანებს ევროპულ სახელმწიფოებს, ჩვენ დავაფუძნეთ სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის მუდმივმოქმედი ფორმატი. რაც იყო უპრეცენდენტო სივრცე, ახლა არის ძალიან კარგი პლატფორმა და შესაძლებლობა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტარები, მინისტრები, გუბერნატორები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, აკადემიური და სამოქალაქო სფეროს წარმომადგენლები ერთ სივრცეში, თანასწორობის პირობებში ვმსჯელობთ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე“ - განაცხადა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება.

მისივე თქმით, გაგრძელდება მუშაობა ევროპული ქარტიის იმ დარჩენილ მუხლებზე, რომლის რატიფიცირება საჭიროა საქართველოს მხრიდან.

ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობას ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი იღებდა, ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, რომ ყველას აერთიანებს საერთო სურვილი - განვითარების ახალი, უფრო ძლიერი იმპულსები შეემატოს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობას, როგორც მმართველობის სისტემას და ამისთვის ცხადია, მნიშვნელოვანია საქართველოს დელეგაციების როლი ევროპულ ინსტიტუციებში.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა მისი ინიციატივით ახლად დაფუძნებულ სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის მუდმივმოქმედ ფორმატზე, რომელიც იქნება არსებული საკითხების გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმი.

„მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან ეფექტური მექანიზმი გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ერთად გადავწყვიტოთ ეროვნულ დონეზე ის საკითხები, რომელიც დღის წესრიგში დგას“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისი თქმით, იწყება ფუნდამენტური სამუშაო დეცენტრალიზაციის რეფორმის განხორციელების თვალსაზრისით, რაც ამავდროულად იქნება განვითარების პოლიტიკის მოდელიც და დემოკრატიის პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობაც.

„ჩვენი მიზანია ადგილობრივი ხელისუფლებას ჰქონდეს საჭირო და აუცილებელი უფლებამოსილებები და რაც მთავარია ფინანსური რესურსი ამ უფლებამოსილებების ეფექტურად განსახორციელებლად. ჩვენი მიზანია გავზარდოთ მოქალაქეთა მონაწილეობა და ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გავაუმჯობესოთ საჯარო სერვისები, აღმოვფხვრად რეგიონული უთანაბრობა, რომელიც დღეს ჩვენი სახელმწიფოს გამოწვევაა, გავზარდოთ პროფესიონალიზმის ხარისხი საკადრო თვალსაზრისით და ა.შ. ჩვენ ვიცით რა გამოწვევებია და კოორდინაციის მაღალი ხარისხით ვცდილობთ გავუმკლავდეთ ამ ამოცანებს. მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს რეფორმები, ეს პოლიტიკა იქნება ეფექტურად განხორციელებული“, - აღნიშნა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების პროცესში დიდია საერთაშორისო პარტნიორების და მეგობრების როლი.

„ამ მხრივ ბატონო ანდრეას, თქვენი დღევანდელ აქ ყოფნა ძალიან კარგი და საიმედო სიგნალი თითოეული ჩვენგანისათვის. კეთილი იყოს თქვენი საქართველოში ჩამობრძანება ბატონო გენერალურო მდივანო“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ზაზა გაბუნიამ ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი მოიწვია მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც მიეძღვნება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 20 წლისთავს.

„მიმდინარე 2018 წელი, გახლავთ საიუბილეო თარიღი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. წელს, 15 ნოემბერს, შესრულდება 20 წელი, რაც საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ამიტომ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ნოემბრის თვეში დაგეგემილ სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე მოგიწვიოთ, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს, რადგან ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებული თარიღი და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღე“, -განაცხადა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ქ. თბილისის მერი კახი კალაძე, ევროსაბჭოს კონგრესის გენერალურმა მდივანი ანდრეას კიფერი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა