logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ყაველაშვილი: მიზნად გვაქვს დასახული, რომ 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი სქართველოში ჩატარდეს
მიხეილ ყაველაშვილი: მიზნად გვაქვს დასახული, რომ 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი სქართველოში ჩატარდეს
13:42 29.06.2018
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია ფიბა-ს ვიცე პრეზიდენტი თურგაი დემირელი იმყოფება, რომელიც ამასთანავე ფიბა-ს ევროპის პრეზიდენტია.



პირველი შეხვედრა სტუმარმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიხეილ ყაველაშვილთან გამართა, სადაც შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მიერ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა იყო.



როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ გასულ წელს გამართულ ფიბა-ს ერთ-ერთ კონგრესზე ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან 2021 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთი ჯგუფის, ან ფინალური ეტაპის ჩატარების სურვილი ოფიციალურად დააფიქსირა. მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ვიზიტის მთავარ მიზანსაც საკალათბურთო პოტენციალის ადგილზე გაცნობა და ამ მიზნით, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა წარმოადგენს.



დღესვე, თურგაი დემირელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსა და სერბეთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩს დაესწრება.



„ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი სქართველოში ჩატარდეს. საკვალიფიკაციო ეტაპი რამდენიმე ქვეყანაში ტარდება. ჩვენი სურვილია, რომ ფინალური ეტაპი თბილისში გაიმართოს. დღეს, საღამოს ქართველი კალათბურთელები სერბეთთან შეხვედრას გამართავენ, რომელსაც ჩვენი სტუმარი თურგაი დემირელი დაესწრება და ადგილზე გაეცნობა თუ რამდენად შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს. სტუმარი კარგად ფლობს ინფორმაციას ბოლო წლებში, საქართველოში გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე, რაშიც ჩვენმა ქვეყანამ მაღალი შეფასები დაიმსახურა. დარწმუნებული ვარ ამ ჩემპიონატსაც საქართველო მაღალ დონეზე გაუწევს მასპინძლობას. გაგრძელდება სამუშაო პროცესი, რომ საორგანიზაციო საკითხებზე მთავრობასთან მოხდეს შეთანხმებები. ვიმედოვნებ, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა