logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტის აპარატსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პარლამენტის აპარატსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა
13:41 29.06.2018
საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის, ერთობლივი ინიციატივის განხორციელების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა, ლაშა მაღრაძემ.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, რესურსების გაზიარებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობის გზით.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორს, ლაშა მაღრაძეს პარლამენტის სასწავლო ცენტრის აუდიტორიები დაათვალიერებინა და უწყვეტი სწავლების ეფექტიანი სისტემის შექმნის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

პარლამენტის აპარატის უფროსმა აღნიშნა, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოწვეული იქნებიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერები, რომელთა უმრავლესობა პრაქტიკოსი მოსამართლეები არიან. მისივე შეფასებით, დაგეგმილი ტრენინგები პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ცოდნის გაღრმავების ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება იქნება.

„იუსტიციის უმაღლესი სკოლა, თავისი პროფილით, ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მოსამართლეების და სასამართლო სისტემაში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადებას ემსახურება. სწორედ მათი პროფესიული სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შესაძლებლობა გვქონდეს მოვიწვიოთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერები ისეთ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია სასამართლო ხელისუფლებასთან, სასამართლოს მიერ წარმოებულ პროცესებთან, იმ კანონმდებლობასთან, რომელიც ამ ყველაფერს არეგულირებს და მის ინტერპრეტაციასთან, პრაქტიკიდან გამომდინარე.

მათი ტრენერების ძალიან დიდი ნაწილი მოქმედი მოსამართლეები არიან, რაც შესაძლებელს გახდის, რომ სწორედ სასამართლო განსჯადობის პროცესში გამოვლენილ საკითხებზე, გამოწვევებზე, პრაქტიკიდან წამოსულ პრობლემატიკაზე გამახვილდეს ყურადღება. ვფიქრობ, რომ აპარატის თანამშრომლებისთვის ძალიან ღირებული იქნება აღნიშნული ტრენინგებით ცოდნის გაღრმავება“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

გივი მიქანაძემ ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ურთიერთობა ორმხრივ ხასიათს ატარებს. მისი თქმით, პარლამენტი თავისი აპარატით და პირველ რიგში, ადამიანური რესურსებით გამოთქვამს სრულ მზაობას, მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, რაზეც ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილებაა დაგროვილი, მაქსიმალურად ჩაერთოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის როგორც საგანმანათლებლო პროცესებში, ასევე გარკვეულ საკითხებზე კონსულტაციების კუთხით.

„ვფიქრობ, რომ ეს პარტნიორული ურთიერთობა ბევრ სასიკეთო შედეგს მოიტანს. რაც მთავარია, კიდევ ერთი კარგი მაგალითი იქნება სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი, საგანმანათლებლო კომპონენტში“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა