საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს დღეს საღამოს პარლამენტში მის მოხსენებას თვალი მიადევნონ.
აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვიდეომიმართვა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გავრცელდა.
"დღეს საღამოს პარლამენტში წარვსდგები ყოველწლიური საპრეზიდენტო ანგარიშით. ამ ანგარიშზე ბოლო რამდენიმე დღეა ინტენსიურად ვმუშაობ საქართველოს მთავრობის მთელს შემადგენლობასთან ერთად. მასში ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი, ციფრი და პროგნოზია. თუ გაქვთ დრო 8 საათზე შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი ან "ფეისბუქზე" ნახოთ იგივე ანგარიში", - ამბობს პრეზიდენტი მიმართვაში.
პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში დღეს 20.00 საათზე დაიწყება. იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში და ასევე "ფეისბუქით", პრეზიდენტის გვერდზე გადაიცემა.

















