logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: აშშ ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ჩვენს რეგიონში განვითარებულ პროცესებს და არის ჩვენი ქვეყნების ძალიან მყარი მხარდამჭერი
ირაკლი კობახიძე: აშშ ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ჩვენს რეგიონში განვითარებულ პროცესებს და არის ჩვენი ქვეყნების ძალიან მყარი მხარდამჭერი
10:43 29.06.2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერაა და ეს მხარდაჭერა აუცილებლად გამყარდება.

ამის შესახებ საქართველოს კობახიძემ ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.



ირაკლი კობახიძემ აშშ-ში, სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის (საქართველო-მოლდოვა-უკრაინა) ფარგლებში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამა. მისი განცხადებით აშშ სამი ქვეყნის აქტიურ მხარდამჭერად რჩება.



„გვქონდა ძალიან საინტერესო, მრავალმხრივი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენს კოლეგებთან, აღმოსავლეთ ევროპული პარლამენტების სპიკერებთან ერთად. გვქონდა საინტერესო შეხვედრები როგორც წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ პოლ რაიანთან. ასევე, კონგრესმენებთან. ასევე, გვქონდა შეხვედრა უეს მიტჩელთან, სახელმწიფო დეპარტამენტში. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის ჩვენი ქვეყნების წინაშე. კონკრეტულად, საქართველოს წინაშე და რა თქმა უნდა, გამოვთქვით იმედი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დარჩება ძალიან აქტიურ მხარდამჭერად ჩვენი ქვეყნებისათვის და ამაში ჩვენ ვართ დარწმუნებული. იყო ძალიან კარგი განწყობა, რომელსაც ვხედავთ ჩვენ კონგრესმენებში, ჩვენს ამერიკელ მეგობრებში. არის ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხარდაჭერა აუცილებლად გამყარდება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარე შეეხო კონგრესმენების მიერ ინიცირებულ წერილსაც, რომელშიც კონგრესის წევრები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებენ. მისი თქმით, ინიციატივაზე ხელმოწერები უმოკლეს ვადაში შეგროვდა, რაც იძლევა იმედს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში უახლოეს მომავალში შევა.



„ამერიკელმა კონგრესმენებმა დააინიცირეს შესაბამისი წინადადება, შესაბამისი წერილი გაუგზავნეს შესაბამის სავაჭრო წარმომადგენელს აშშ-ში. ამ მიმართვას ხელს აწერს დაახლოებით 30 კონგრესმენი უკვე. უმოკლეს ვადაში შეგროვდა 30 ხელმოწერა ამ ინიციატივის გარშემო, რაც გვიტოვებს იმის იმედს, რომ უახლოეს მომავალში უკვე აქტიურ ფაზაში შევა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით და დარწუნებული ვარ, რომ ეს პროცესი საკმაოდ წარმატებით დაგვირგვინდება. ამ შეთანხმების ხელმოწერას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა და ასევე, ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში დღეს წარდგენილი რეზოლუციაზე და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.



“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ცალკე არის გამოყოფილი ამ რეზოლუციაში საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ის გამოწვევები, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას და ამ კუთხით, განსაკუთრებული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნების მიმართ არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს იმ პროცესებს, რომლებიც ვითარდება ჩვენს რეგიონში და არის ჩვენი ქვეყნების ძალიან მყარი მხარდამჭერი. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები. ეს გამოწვევა უკავშირდება ტერიტორიულ მთლიანობას და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის კიდევ ერთი დემონსტრირებაა ეს რეზოლუცია”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა