„ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ღირსეულ ადგილს
დაიკავებს - ამის შესახებ ჟურნალიტებს კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დავითაშვილი საარჩევნო შტაბის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული, თუმცა, ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ საარჩევნო სიაში დავითაშვილი ღირსეულ ადგილზე იქნება წარმოდგენილი“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში, კოალიციის სიაში შტაბის მუშაობში ჩართული პოლიტიკოსებიც შევლენ.
ამასთან, კოალიციის ლიდერმა განმარტა, რომ სახალხო წარმომადგენლობით კრების მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ღირსეულები შეარჩიეს.
„სახალხო კრებიდან“ კოალიციის სახელით გლდანში მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი, ხოლო ლაგოდეხში - სპორტსმენი ლუკა კურტანიძე იყრიან კენჭს.

















