ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავი სიის საპასუხოდ ოკუპირებულ ცხინვალში სიას ამზადებენ.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ეგრედ წოდებული პარლამენტის სპიკერის პეტრე გასიევის განცხადებით, შავ სიაში საქართველოს, ამერიკის, უკრაინისა და სხვა ქვეყნის ის მოქალაქეები შევლენ, რომლებიც სამხრეთ ოსეთში სულ მცირე 2008 წლის აგვისტოში მონაწილეობდნენ.
ამის შესახებ პეტრე გასიევმა რუსულ "სპუტნიკთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
გასიევის თქმითვე, დოკუმენტზე მუშაობა ორი წელია, მიმდინარეობს.

















