logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში
ირაკლი კობახიძე: ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში
10:02 28.06.2018
„ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში, ხუთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.



ირაკლი კობახიძემ, უკრაინელ, მოლდოველ, ლიეტუველ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ქვეყნების წინაშე არსებული საერთო გამოწვევებისა და მიზნების, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.



„ჩვენ გვაკავშირებს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა უკრაინასთან, მოლდოვასთან, ლიეტუვასთან და პოლონეთთან. ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო აქვს. სამწუხაროდ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ვიზიარებთ საერთო გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება. გვაქვს ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საერთო მიზნები. საქართველოს და უკრაინის საერთო მიზანი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაა, მოლდოვასთან გვაერთიანებს ევროინტეგრაციის მიზანი.

ჩვენს ქვეყნებს ბევრი აქვს საერთო, რაც ერთად დგომას მოითხოვს. ერთად უნდა ვიდგეთ. ასევე, გვაკავშირებს საერთო ისტორიაც. რაც მთავარია, გვაერთიანებს ღირებულებები და ჩვენი ნება ერთად დგომისა, თანამშრომლობისა, სწორედ ამ მყარ ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენ ხელს ვუწყობთ დასავლური ღირებულებების დანერგვას აღმოსავლეთში და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო რამ, რაც მეგობარ ქვეყნებთან გვაკავშირებს. ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. ჩვენ მადლიერები ვართ ამერიკის შეერთებული შტატების, აშშ-ის კონგრესის. იმედი გვაქვს, რომ მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა