საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოჯახთან ერთად შვებულებაში იმყოფება-განცხადებას ამის შესახებ
იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„ბოლო დღეებში მედიის წარმომადგენლების მიერ დასმული მრავალი კითხვის პასუხად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეთანხმებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება შვებულებაში შვილთან და მეუღლესთან ერთად და სამინისტროს დაუბრუნდება 9 ივლისს. მოცემული შვებულება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იქნა შეთანხმებული პრემიერ-მინისტრ გიორგიკვირიკაშვილთან მინისტრის ივლის-აგვისტოს დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე.
შვებულების შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, 9 ივლისს, 14 საათზე, მინისტრი გახსნის საზოგადოებრივ ცენტრს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში“-აცხადებენ სამინისტროში.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გამართულ მთავრობის პირველ სხდომას არ დასწრებია. ასევე, აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ წულუკიანი მომავალ კაბინეტში აღარ იქნება.
მის გადადგომას ითხოვს აგრეთვე სამოქალაქო სექტორი.

















