პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედების გაგრძელებას აპირებს.
ამის შესახებ ივანიშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის მტკიცებით, „ივანიშვილი ქველმოქმედებას მხოლოდ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად ეწეოდა“.
„რურუას განცხადებაზე ღიმილით გიპასუხებთ, ხოლო რაც შეეხება ქველმოქმედებას, მე საქართველოს შვილი ვარ და ფეხზე მისი დაყენებისთვის ყველაფერს გავაკეთებ“ - განუცხადა ჟურნალისტებს ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ის ქართულ სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკურად ისე კანონის ფარგლებში, ქველმოქმედებითაც დაეხმარება.

















