კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტს დღეს 20.00 საათიდან კითხვებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მეშვეობით დაუსვამენ.
ინფორმაცია "ნიუსპრესს" კამპანიის პრესსამსახურმა აცნობა.
"ეს შენ გეხება" ამ აქციაში ჩართვისკენ და აქტიურობისკენ მოქალაქეებსაც მოუწოდებს. ის ხალხს სთავაზობს კითხვები პრეზიდენტს თავადაც დაუსვან, რადგან მთავარია, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა დაისვას და ბევრი მოსაზრება გამოითქვას.
კამპანიის მონაწილეების განცხადებით, შესაძლოა, პრეზიდენტმა ამ კითხვებს არ უპასუხოს, მაგრამ მთავარია, ხელისუფლებამ დაინახოს, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი კანონმდებლობის შეცვლას პრინციპულად ითხოვს.
მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლა "ფეისბუქზე", პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე ე.წ. ლაივსტრიმით გადაიცემა.

















