შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის
განცხადებით, „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში“ არსებულ რამდენიმე ადამიანთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, ცოცხლები არიან თუ არა.
მისივე თქმით, ქართველ სამართალდამცველებს ამ საკითხზე მტკიცებულება არ გააჩნიათ.
„გარკვეულ პირებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, არიან თუ არა ისინი ცოცხლები. თუმცა ამის მტკიცებულება, რომელიც გამოდგებოდა იმისთვის, რომ საქმე დაიხუროს, ასეთი ჩვენს სამართალდამცველებს არ აქვთ. ამიტომ, ბუნებრივია, ამ ადამიანების სახელები მოხვდა სიაში, რადგან მათი ბრალეულობა, თუ ზოგიერთ შემთხვევაში მსჯავრდებულობა დაფიქსირებული იყოს“- განაცხადა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში“ არსებული 33 ადამიანიდან სულ მცირე 5 ადამიანი გარდაცვლილია.

















