logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიგი წერეთელი მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა
გიგი წერეთელი მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა
15:20 27.06.2018
პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, ოფიციალური ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვია. ქვეყნის პრეზიდენტთან იგორ დოდონთან, ვიცე პრემიერთან კრისტინ ლესნიკთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროპასთან ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანთან მიხაილ კეპეცინესთან გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული გამოწვევები და დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხები მიმოიხილეს. გიგი წერეთელმა ბოლო პერიოდში სამშვიდობო პროცესებში მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა და კიშინოვს და ტირასპოლს პროგრესის იმპულსის შენარჩუნებისკენ მოუწოდა, რაც თავის მხრივ, კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მშვიდობიანი მოგვარების აუცილებელ პირობებს შექმნის.



„მაშინ, როდესაც ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დგას, რეგიონის სხვა ქვეყნებში, სადაც კონფლიქტების მოგვარების კუთხით, პოზიტიური დინამიკა, ჯერ კიდევ არ შეინიშნება, კიშინოვი და ტირასპოლი მათ დადებით მაგალითს აძლევენ. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გარკვეული უთანხმოებებისა, კიშინოვი და ტირასპოლი დიალოგის გზით ცდილობენ პრობლემის მოგვარებას და პროცესების ნორმალიზებას“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.



იგორ დოდონთან გამართულ შეხვედრაზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის შექმნის ფაქტს შეეხო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ სამი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებები პოზიტიურად შეაფასა. მისივე განცხადებით, რეგიონის სტაბილური და უსაფრთხო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს დიალოგი და სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლის ხელშეწყობასაც ეუთოს ინსტიტუტები უზრუნველყოფენ.



მოლდოვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გიგი წერეთელი დნესტრისპირეთის ლიდერს, ვადიმ კრასნოსელსკის, უმაღლესი საბჭოს სპიკერს, ალექსანდრე შერბოის, გაგაუზიის ავტონომიურ-ტერიტორიული ოლქის ხელმძღვანელს, ირინა ვლახს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მოლდოვის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს და მოლდოვაში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს, ელჩ მაიკლ სკენლანს შეხვდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა შეხვედრები ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთანაც გამართა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა