დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებულ
შტატებს წარედგინა, უმთვარესი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისკენ მოწოდებაა.
მისივე თქმით, ასევე, კანონპროექტში ამერიკის ადმინისტრაციისადმი საქართველოს დახმარების ხაზგასმაა.
„უმთვარესია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ოკუპაციის დაგმობა, კანონპროექტში არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მკაცრი განსჯა. ამავდროულად არის ხაზგასმა და მოწოდება ამერიკის ადმინისტრაციისადმი, რომ საქართველოს დაეხმაროს“ - განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი წარედგინა. ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

















