logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა: ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის კონგრესში მსგავსი შინაარსის და დატვირთვის საკანონმდებლო აქტი დარეგისტრირდა
სოფიო ქაცარავა: ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის კონგრესში მსგავსი შინაარსის და დატვირთვის საკანონმდებლო აქტი დარეგისტრირდა
14:19 27.06.2018
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის კონგრესში მსგავსი შინაარსის და დატვირთვის საკანონმდებლო აქტი დარეგისტრირდა“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა აშშ-ს კონგრესში ინიცირებულ „საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიული კანონპროექტს.
მისი თქმით, მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ეხება თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, რომლის მიმართაც ამერიკის კონგრესი ერთსულოვანია და იმ შემთხვევაში თუ ეს განხორციელდება, მომავალში ამას არა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური, არამედ გაცილებით უფრო მეტი და ღრმა პოლიტიკური დატვირთვა ექნება.
„მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ჩვენ რამდენიმე საათის წინ შევიტყვეთ. პარალმენტის თავჯდომარის ვიზიტის პერიოდში, ის ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან. კონკრეტულად, როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე - კონგრესი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის მკვლელობებს გმობს და მოითხოვს სანქციების დაწესებას ყველა იმ პირის მიმართ, ვისი მონაწილეობაც უხეშად არღვევდა ადამიანის უფლებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. .
მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სწორედ ამ საკითხთან მიმართებაში, სადაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ შესაბამისი ზომები გაატარონ იმ პირების მიმართ, ვინც ამ სიაში შევა.
„ამ მოკლე დროში ამ კონკრეტული საკითხის მიმართ მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ. ცხადია, ეს არ არის პროცესის დასასრული. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, თუმცა ეს ორი ინიციატივა, ერთი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ხოლო მეორე ევროკავშირის მხრიდან უმნიშვნელოვანესია. საქართველო ყოველთვის აქტუალურია და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალ პოლიტიკური დღის წესრიგში დგას“ - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა