logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინო გოგუაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა
ნინო გოგუაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა
14:15 27.06.2018
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ზაფხულის სესიაზე, ადამიანის უფლებების დამცველების და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მნიშვნელობაზე იმსჯელა და შესაბამისი რეზოლუცია მიიღო.

ნინო გოგუაძემ, საქართველოში, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების საჯარო პროცესებში ჩართულობაზე და საქართველოს პარლამენტთან მათი თანამშრომლობის მნიშვნელოვან გამოცდილებაზე ისაუბრა.

„სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების როლი მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში. და თუ სახელმწიფოს სურს ამ ინსტიტუტის გაძლიერება, პირველ რიგში, ეს ორგანიზაციები უნდა ჩართოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქართველოს ეს კარგად აქვს გააზრებული და მნიშვნელოვანი გამოცილება დაგვიგროვდა სახელმწიფო ინსტიტუტებსა ამ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით.

საქართველოს პარლამენტი აქტიურად თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან როგორც საკანონმდებლო პროცესში, ასევე გადაწყვეტილებების ფორმირების პროცესში. საპარლამენტო ღია მმართველობის ფარგლებში ასეთი თანამშრომლობის არაერთი ფორმატია შექმნილი, როგორც ცალკეულ საკითხებზე, ასევე საპარლამენტო კომიტეტებთან. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ჩართულები არიან ისეთ პროცესებში, როგორიც არის მაღალი თანამდებობის პირების შერჩევა ქვეყანაში. ეს ეხება როგორც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს ასევე, ომბუდსმენის დასახელებას.

მთელი ეს ძალისხმევა რასაც სახელმწიფო ახორციელებს, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს დემოკრატიული, განვითარებული საზოგადოების სწორად ფორმირებაზე. მაშინ, როდესაც ევროპის საბჭო ბევრ წევრ სახელმწიფოში, ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეუძლია მიღწეულ პროგრესზე და იმ წარმატებულ ნაბიჯებზე ისაუბროს, რომელიც მუშაობს და გავლენას ახდენს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე. ამ მხრივ საქართველოს ბევრი აქვს გასაზიარებელი ევროპელი კოლეგებისადმი“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

სტრასბურგში გამართულ საზაფხულო სესიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი მონაწილეობენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა