პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და პარტია „ქართული დასის“ გაერთიანებასთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგი
მიღწეული არ არის. ამის შესახებ დღეს, ჟურნალისტებს კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.
„ვცდლობთ, ყველასთან გამოვნახოთ საერთო ენა, იმ საკითხებზე, რომელიც საერთო საქმეს ემსახურება, თუმცა, ჯონდი ბაღათურიასთან ამ კუთხით ჯერ დიდი შედეგები არ არის მიღწეული“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, „ქართული დასის“ კოალიციაში შესვლასთან დაკავშირებით, მის ლიდერთან ჯონდი ბაღათურიასთან კონსულტაციები გრძელდება.

















