logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართა
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართა
12:43 27.06.2018
ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების უფროსი რანგის წარმომადგენლებმა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. დელეგაციაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ასევე შედიოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე. დადგენილი წესის მიხედვით, მიმდინარე წლის ასოცირების კომიტეტის შეხვედრას თავმჯდომარეობდა ევროკავშირი, რომელსაც წარმოადგენდა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი.

შეხვედრა წარიმართა მხარეთა შორის შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით, რომელიც მოიცავდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, მათ შორის ასოცირების შეთანხმებითა და „ასოცირების დღის წესრიგით“ გათვალისწინებულ პრიორიტეტებს.
სხდომაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის კონსოლიდაციის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, კარგი მმართველობის, სასამართლოს თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომი გაძლიერებისაკენ. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პროგრესს და აღნიშნა, რომ ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა და ხაზი გაესვა რეფორმების უწყვეტობის მნიშვნელობას. ევროკავშირმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ დაუყოვნებლივ მიღებული ზომები შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად.

მხარეებმა მიმოიხილეს ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის საკითხები. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა. ევროკავშირმა გამოთქვა მზაობა გააგრძელოს ქვეყანაში რეფორმების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში როგორიცაა კარგი მმართველობა და უსაფრთხოება, მართლმსაჯულება, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება, რეგიონული განვითარება, ენერგოეფექტურობისა და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა; პროფესიული განათლება და ახალგაზრდების მობილობა. დარგობრივი თანამშრომლობის კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ურთიერთობების ინტენსიფიკაციაზე განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში და ხაზი გაესვა ევროკავშირის პროგრამების რესურსის მაქსიმალურ გამოყენებას. მხარეები მიესალმნენ ერასმუს+-ის ფარგლებში ქართველი ახალგაზრდებისთვის გახსნილ დამატებით შესაძლებლობას ე.წ. „სპეციალური ფონდის“ ფარგლებში, ასევე ჰორიზონტი 2020-სა და შემოქმედებითი ევროპის ფარგლებში თანამშრომლობას. მხარეები მიესალმნენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნას ქ. თბილისში ა.წ. 4 სექტემბერს. ევროკავშირის მხარემ დაადასტურა, რომ სკოლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებიაზე მოლააპრაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის უმაღლესი დონის ფორმატი, რომლის პირველი შეხვედრა დაგეგმილია ქ. ბრიუსელში ა.წ. ნოემბერში, საფუძველს ჩაუყრის თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა დარგში და საქართველოს მეტ სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან.

ასოცირების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ცალსახად დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გამოითქვა შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ვითარების შემდგომ გაუარესებასთან დაკავშირებით. სხდომაზე განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფის ტენდენცია, რაც ყოვლად დაუშვებელია. ხაზი გაესვა დამნაშავეების კანონის შესაბამისად დასჯის აუცილებლობას. ქართულმა მხარემ ევროკავშირის დელეგაციის წევრებს გააცნო მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ და სთხოვა განეხილა შესაბამისი ზომების მიღება სიაში მითითებულ პირთა მიმართ. ამ კონტექსტში, ქართული მხარე მიესალმა ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ - რუსეთის თავდასხმიდან 10 წლის შემდეგ, რომელიც ითვალკისწინებს კონკრეტულ ქმედებებს ევროაკვშირის მხრიდან. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციულ როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას და ამ კონტექსტში მიესალმა მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას აღნიშნული ინიციატივების რეალიზაციის მიზნით.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობაზე. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მზაობას გააგრძელოს ევროკავშირის მისიებში ჩართულობა. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიკაციის მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებში საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის სარგებლის საზოგადოების ფართო მასებისთვის გაცნობისა და ამავდროულად, დეზინფორმაციისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე მიმოიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობები, მათ შორის „20 შედეგი 2020 წლისათვის“ განხორციელების მიმდინარეობა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა