logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი
ირაკლი კობახიძე: აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი
10:51 27.06.2018
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მიმართ და ზოგადად, მსოფლიო თანამეგობრობის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ძალიან მყარი მხარდამჭერი და პარტნიორი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენებთან - პიტერ როსკამთან და დევიდ პრაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.



შეხვედრაზე საუბარი აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეების - პიტერ როსკამისა და დევიდ პრაისის მიერ ინიცირებულ ორპარტიულ წერილს შეეხო, რომლითაც, კონგრესმენები აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით მიმართავენ.



პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.



„გვქონდა საინტერესო შეხვედრა კონგრესმენებთან - პიტერ როსკამთან და დევიდ პრაისთან. ჩვენ მათ მადლობა გადავუხადეთ საქართველოს მხარდაჭერისთვის. ისინი არიან საქართველოს დიდი მეგობრები და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადეთ იმ ინიციატივისთვის, რომელიც უკავშირდება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას. მათ შესაბამისი წერილით მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა საბოლოოდ, წარმატებით დაგვირგვინდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების გაფორმება როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მიმართ და ზოგადად, მსოფლიო თანამეგობრობის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ძალიან მყარი მხარდამჭერი და პარტნიორი“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა