ბრიუსელში, ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების - საქართველო, მოდლოვა,
უკრაინა - სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.
სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელების ინსტიტუციური მექანიზმების შესახებ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ირინე ფრუიძემ პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე უახლესი საკანონმდებლო ღონისძიებები გააცნეს, რომლებიც ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის სრულყოფას და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.
სხდომაზე განიხილეს საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ ინიციატივა. პარლამენტის წევრებმა სამმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისგან განსხვავებით, სხვა ამბიცია და სამართლებრივი კავშირის გვაქვს ევროკავშირთან. სწორედ, ამისთვის შეიქმნა ჩვენი ცალკე პლატფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. საპარლამენტო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გამყარდება სექტემბერში, როცა თბილისში საქართველო, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო ასამბელის პირველი სხდომა გაიმართება. თანამშრომლობის გაღრმავებას ჩვენს სამ ქვეყანას შორის ევროპარლამენტარების, ევროკომისიისა დ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამახურის მხარდააჭერა აქვს. იმედია ერთმანეთს გავაძლიერებთ საერთო მიზნისკენ სვლაში“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
სამუშაო ჯგუფის სხდომაში სქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, ევროპარლამენტის წევრები და ევროკავშირის ინტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

















