logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძე: სწორედ მმართველი გუნდი სვამდა ყველაზე მწვავე კითხვებს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში
სოფო კილაძე: სწორედ მმართველი გუნდი სვამდა ყველაზე მწვავე კითხვებს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში
11:42 26.06.2018
პარლამენტარის სოფო კოლაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ირგვლივ საგამოძიებო კომისიაზე ყველაზე კრიტიკულ კითხვებს მმართველი გუნდი სვამდა.

მისივე თქმით, არავის არ უნდა გასჩენოდა შთაბეჭდილება, რომ ვინმეს ხელს აფარებენ.

ამის შესახებ მან გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„ობიექტურ დამკვირვებელს არ უნდა გასჩენოდა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვინმეს ხელის დაფარებას ვცდილობთ, ან არ გვინდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. პირიქით, სწორედ ჩვენ ვიყავით, ვინც ყველაზე კრიტიკულ შეკითხვებს სვამდა,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

დეპუტატის თქმით, შემთხვევითი არ იყო ის, რომ მშობლების გამოკითხვისას პირველივე შეხვედრაზე დაინტერესდა მათ რა პრეტენზიები და კითხვები ჰქონდათ, რათა შემდგომში სწორედ ამ კითხვებზე გაეკეთებინა აქცენტი საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების გამოკითხვისას.

„როგორც გამოირკვა, დადუნაშვილის ოჯახს არ აქვს პრეტენზიები. რაც შეეხება ზაზა სარალიძეს, სწორედ იმ საკითხებზე, რაც მისი შეფასებით გამოძიებისას ეჭვებს აჩენს, დღეს დავსვით კითხვები. თუმცა ვფიქრობ, საბოლოო დასკვნის გამოტანისთვის მიღებული ინფორმაცია საკმარისი არ არის. ვაპირებთ, მომავალშიც დავსვათ მწვავე კითხვები ფარდულის და მარკეტის ეპიზოდებზე, რაზეც ზაზა სარალიძესთან ერთად ჩვენც გვაინტერესებს კონკრეტული პასუხების მიღება“- აღნიშნა სოფო კილაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორი იქნება დეპუტატის თხოვნა, სხვა პირების, მათ შორის გიორგი გახარიას და ირაკლი შოთაძის გამოკითხვის შესახებ, სოფო კილაძემ უპასუხა, რომ მისი აზრით, ყოველი ადამიანის გამოკითხვა უნდა მოხდეს, ვისაც რელევანტური ინფორმაციის მოცემა შეუძლია.

„არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი თუ ყოფილი პროკურორი, მთავარია დადგინდეს საქმეზე ჭეშმარიტება. ჩვენს გუნდში არის მზაობა იმისა, რომ ყველა ადამიანი თანამდებობის მიუხედავად, თუ ის ფლობს რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას, მოვიდეს საგამოძიებო კომისიაში და გასცეს კითხვებს პასუხი“ - განაცხადა სოფო კილაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა