logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველო „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციას უერთდება
საქართველო „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციას უერთდება
09:50 26.06.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე საკითხი განიხილა.



კონვენცია საბაჟო პროცედურების ერთიან საერთაშორისო სტანდარტებს ადგენს, რომელიც ხელს უწყობს კანონიერ საერთაშირისო ვაჭრობას და უზრუნველყოფს საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნით საბაჟო კონტროლის განხორციელებას.



„წარმოდგენილი კონვენცია საბაჟო საერთაშორისო თანამეგობრობაში აღიარებულია ყველაზე ავტორიტეტულ დოკუმენტად სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებაში. კონვენციასთან შეერთებულია 112 ქვეყანა. დოკუმენტის მიხედვით, მასთან შეერთებულ ქვეყნებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სამართლებრივად სავალდებულო სტანდარტების შემუშავება-განახლების პროცესში“, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაკა ხვედელიძემ. მისი თქმით, კონვენცია ხელს უწყობს ვაჭრობას, ამავდროულად უზრუნველყოფს საბაჟო შემოსულობების გაზრდას და საბაჟო კონტროლის განხორიცელებას. „აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტის მიღებით საქართველოში ერთგვარად ვაღიარებთ იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც უკვე აღიარებულია სხვადასხვა ქვეყნების მიერ. მას შემდეგ, რაც მოხდება აღნიშნულ კონვენციაზე მიერთება, საქართველოს 112 ქვეყანასთან ერთად, შესაძლებლობა ექნება კონვენციის მიხედვით განსაზღვრული დებულებების შესრულება მოახდინოს და ამ დებულებებში ცვლილებები შეიტანოს“, - განაცხადა ფინანსთა სამინიტროს წარმომადგენელმა.



მაკა ხვედელიძის განმარტებით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებების წარმოებისას აღნიშნული ინსტრუმენტი საგრძნობლად გაამარტივებს მოლაპარაკებების პროცესს საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით. ამავდროულად, კონვენცია აადვილებს ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაზრდას იმ კუთხით, რომ მოზიდული იქნას მეტი დონორი ორგანიზაცია და მიღებული მეტი ტექნიკური დახმარება.



კონვენციის დებულების ამოქმედება ხელს უწყობს:

· უფრო სწრაფად საქონლის გაშვებას და შესაბამისად, ვაჭრობის ხარჯების შემცირებას;

· დაჩქარებული ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის ზრდას;

· პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მატებას და შედარებით კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას;

· ისეთი არაეკონომიკური სარგებლის მიღებას, როგორიცაა ადამიანის ჯანმრთელობის, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის განხორციელება.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, სოფიო ქაცარავამ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ და „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები წარადგინა.



„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება. კანონპროექტის მიზანია მოქმედი კანონის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 47-ე მუხლთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც საქართველოს პარლამენტში საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (მასთან შეერთების) წესს ეხება.



პროექტში ხდება ტერმინოლოგიური ცვლილებაც, სადაც ტერმინი „რატიფიკაცია“ იცვლება „რატიფიცირებით“ (როგორც მოცემულია კონსტიტუციაში). პროექტით, საერთაშორისო ხელშეკრულებების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას საქართველოს პარლამენტი მთავრობის წარდგინებით გამოხატავს. „კანონპროექტის მიხედვით, ამოღებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით ხელშეკრულების პარლამენტში წარმოდგენა. მხოლოდ მთავრობა იქნება უფლებამოსილი წარადგინოს პარლამენტში ხელშეკრულება“, - განმარტა სოფიო ქაცარავამ.



საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) ახდენს სრული შემადგენლობის უმრავლესობით და იღებს დადგენილებას ამის თაობაზე, გარდა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას (მასთან შეერთებას), რომლებიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას, საქართველოს პარლამენტი ახორციელებს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით.



საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ მიღებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო სიგელს, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ადასტურებს საგარეო საქმეთა მინისტრი.



„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებში განსახორციელებელი ცვლილებები ტერმინოლოგიური ხასიათისაა, სადაც ტერმინი „რატიფიკაცია“ იცვლება კონსტიტუციაში გათვალისწინებული ტერმინით „რატიფიცირება“.



სხდომაზე პარლამენტის წევრების გოჩა ენუქიძის და ივლიანე წულაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის ივლიანე წულაიას განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებულია საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა უცხოელზე (და მისი ოჯახის წევრებზე), რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, ნაცვლად დღეს არსებული 300 000 ლარისა.



აგრეთვე, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა გათვალისწინებულია უცხოელზე (და მისი ოჯახის წევრებზე), რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ნაცვლად დღეს დადგენილი 35 000 აშშ დოლარისა.



ცვლილების თანახმად, გათვალისწინებულია ახალი ტიპის - მუდმივი ბინადრობის ნებართვის შემოღება, რომელიც გაიცემა საინვესტიციო ბინადრობის მქონე უცხოელზე (და მისი ოჯახის წევრზე), რომელსაც 5 წლის განმავლობაში უდასტურდება წლიურად არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ბრუნვა საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან.



პროექტით ასევე, გათვალისწინებულია, რომ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოელზე გაცემა 5 წლის ვადით, მაშინ როდესაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად აღნიშნული სახის ნებართვა გაიცემა უცხოელისთვის მუდმივი ცხოვრების უფლებით. ამასთან, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებული ხდება ყოველწლიურად წარადგინოს ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების სააგენტოში, საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის წლიური ბრუნვის შესახებ, რაც არ უნდა იყოს 120 000 აშშ დოლარზე ნაკლები. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხოელს შეუწყდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა. აღნიშნული არგუმენტირებულია ინვესტორთა მხრიდან ინვესტირების შენარჩუნების მიზანშეწონილობით, რათა საინვესტიციო საქმიანობა არ შემოიფარგლოს ინვესტიციის ერთჯერადად განხორციელებით.



„ცვლილებები, რომლებიც უკავშირდება უცხოელთა მხრიდან საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებას და ამ საქმიანობისათვის საჭირო ცხოვრების ნებართვის მოპოვებას, უნდა გადაწყდეს საკითხის ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტების მიზანშეწონილობის ღრმა განხილვის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის აზრის ჯეროვანი გათვალისწინების შედეგად“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.



კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით დეპუტატებმა საკითხის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა