სასტუმრო „რედისონ ბლუ-ივერიაში“ დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ
ორგანიზებული რეგიონული კონფერენცია- „ფული პოლიტიკაში“ გაიმართება.
კონფერენციაზე მიწვეული არიან პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები.
კონფერენციას გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი გახსნის.

















