საქართველოს პრეზიდენტი სტიქიის შედეგად დაზარალებულ კახეთში ჩავიდა, სადაც რეგიონისთვის მიყენებულ
ზიანს ადგილზე გაეცნობა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის დავალებით შეიქმნა სპეციალური შტაბი, რომელიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე იმუშავებს.
დაახლოებით ერთ საათში კი, კახეთში მთავრობის სხდომა გაიმართება, სადაც მინისტრები მოსახლეობისთვის დახმარების გზებზე იმსჯელებენ და გეგმებს დასახავენ.
წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ, რომელსაც სეტყვა და ქარიშხალი ახლდა თან, საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კახეთში. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, გაანადგურა მოსავალი, მოსახლეობას შინაური ცხოველები და ფრინველები დაეხოცა.
გრიგალმა თელავის სახელმწიფო თეატრს სახურავიც გადახადა.

















