logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის საარჩევნო თემატიკაზე ორდღიანი ტრენინგი იმართება
პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის საარჩევნო თემატიკაზე ორდღიანი ტრენინგი იმართება
15:10 25.06.2018
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმირებისა და სწავლების ცენტრში, თემაზე „საარჩევნო სისტემები და გენდერული კვოტირება“ პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ორდღიანი ტრენინგი იმართება.



სასწავლო-საგანმანათლებლო ტრენინგ კურსი პარლამენტის აპარატსა და სხვადასხვა სახელმწიფო და სასწავლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მომზადდა. ტრენინგის პროცესში მისი მონაწილეები არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებზე, საარჩევნო სისტემების პრინციპებსა და კლასიფიკაციაზე, მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების ზოგად მიმოხილვაზე და ასევე გენდერული პოლიტიკის და გენდერული კვოტირების თაობაზე ინფორმაციას გაეცნობიან.



ტრენინგის თემატიკაზე და მისი ჩატარების მნიშვნელობაზე პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ ისაუბრა და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, ტრენინგის ორგანიზებისთვის, მადლობა გადაუხადა.



„მადლიერება მინდა გამოვხატო იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მყისიერად იქნა გამოთქმული ცეესკოს მხრიდან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, წინასაარჩევნოდ შედგენილი გრაფიკი განსაკუთრებული შემთხვევის გამო შეიცვალა, რათა ტრენინგების გამართვა რეალურად შესაძლებელი გამხდარიყო. საარჩევნო საგანმანათლებლო კომპონენტის თვალსაზრისით თანამშრომლობის სურვილი, აპრილის ბოლოს გამოითქვა და დღეს უკვე, ფურცელზე გაფორმებული სურვილი, რეალობად ვაქციეთ. პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლობის საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობა და საარჩევნო თემატიკაზე ინფორმაციის მოსმენა იმ პროფესიონალებისგან რომლებიც უძღვებიან და პრაქტიკულად იციან ეს პრობლემატიკა, მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ეს თანამშრომლობა, პირველ რიგში, სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში მაგალითის მიმცემი გახდება სახელმწიფო უწყებებს შორის ურთიერთობების კუთხით. პარლამენტის აპარატის და სასწავლო ცენტრის მხრიდან სრული მზაობაა გამოთქმული ნებისმიერ საკითხზე, ეს იქნება კანონშემოქმედებით პროცესთან დაკავშირებული თუ ნებისმიერი სხვა თემატიკა, რაშიც აპარატი არის კომპეტენტური, ჩვენი ჩართულობაც იყოს მყისიერი. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო რესურსების ერთმანეთისთვის შეხიდება მხოლოდ გამოადგება ამ ქვეყნის მომავალს და მის წინსვლას. დარწმუნებული ვარ, უმაღლესი კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებიც სწავლების ცენტრში მოღვაწეობენ, ყველა იმ კითხვას და საკითხს, რომელიც ტრენინგში მონაწილე პირების ინტერესს შეეხება, კომპეტენტურად და მიზანმიმართულად უპასუხებენ. აღსანიშნავია, რომ ამ ერთი ღონისძიებით ჩვენი თანამშრომლობა არ შემოიფარგლება და ჩვენ დავგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ბევრი კარგი საქმე გაკეთდეს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.



ტრენინგის მონაწილეებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია მიესალმა და პარლამენტის აპარატის უფროსის ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას და განსაკუთრებით აპარატის უფროსს გივი მიქანაძეს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რადგან საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ტრენინგის გამართვა, რომელიც საარჩევნო თემატიკის დეტალურად შესწავლის სურვილს და ინტერესს შეეხება, სწორედ აპარატის უფროსის ინიციატივით ხდება. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მოწვევის პარლამენტის წარმატება, იმიტომ რომ მე წილად მხვდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პარლამენტის წევრის ფიცის მიღების ცერემონიაში მონაწილეობა, შესაბამისად, ამ პარლამენტისადმი გამორჩეული დამოკიდებულება მაქვს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.



ტრენინგის მიზანი და სასწავლო თემატიკა შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ნაკაშიძემ. მისი განცხადებით, ტრენინგის დღის წესრიგში გათვალისწინებულია ყველა ის საკითხი, რაც პარლამენტის წევრს აინტერესებს და იგი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ ელემენტებსაც, რაც განსაკუთრებით საინტერესოა. „ჩვენ კანონმდებლები ვქმნით საარჩევნო პროცესების აკადემიურ ნაწილს და მათი პრაქტიკაში გამოყენების გაცნობა, გამოცდილი ტრენერების მხრიდან, საინტერესო და მნიშვნელოვანია. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო გივი მიქანაძეს, რომელმაც თავისი საქმიანობა პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე, საგანმანათლებლო და აკადემიური მიდგომებით დაიწყო“, - აღნიშნა ილია ნაკაშიძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა