იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ თანამდებობა დატოვა.
არსებული ინფორმაციით, მთავრობის დამტკიცების შემდეგ ბარამიძემ მოადგილის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა აღარ წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ ბარამიძე მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებდა. პირველი მოადგილე კი 2013 წლის ნოემბრიდან გახდა. ამასთან, ალექსანდრე ბარამიძე იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იყო.

















