ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სტრუქტურულ
ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასასრულ ეტაზე გადავიდა.
მისივე თქმით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სავარაუდოდ, დევნილთა სამინისტროს შეუერთდება.
„ამ კონსულტაციების დასკვნით ეტაპზე გავედით. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ შევჯერდებით 11 სამინისტროზე და პერსონებზე უკვე შემდეგ იქნება საუბარი. ამ დღეების განმავლობაში მთავრობამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული კანონპროექტები ამასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო დეტალური მსჯელობა გაიმართება პარლამენტში.
მნიშვნელოვანი მესიჯია, რომ ჩვენ ვფიქრობთ და საბოლოო გადაწყვეტილებაც, ჩემი აზრით, ასე ჩამოყალიბდება, რომ შერიგებისა და დევნილთა საკითხები განვიხილოთ ერთიან პოლიტიკურ ჭრილში“- განაცხადა მდინარაძემ.

















