logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა



ირანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა



21:19 24.06.2018
საქართველოს პარლამენტის ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, რომელსაც შალვა კიკნაველიძე ხელმძღვანელობს, თეირანში ვიზიტს აგრძელებს. 
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარესთან, მოჰამედ რეზა ფურებრაჰიმისთან გაიმართა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს. 
ასევე, აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონის ლიდერია ბიზნესის კეთების კუთხით, რაც სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევებითაა დადასტურებული. 
მხარეების შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში ბიზნესის კეთებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. 


შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის საპარლამენტო განზომილების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. 


დღესვე, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთან, მასუდ ქარბასიანთან გამართა. მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 
საუბარი შეეხო ენერგეტიკულ პროექტებს და სავაჭრო და სატრანზიტო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას. 



დღესვე, ქართველი დეპუტატები ირანის ისლამური რესპუბლიკის შრომის, კოოპერაციისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრს, ალი რაბიის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, აბას ქეშავარზის შეხვდნენ. 
გამართულ შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით თანამშრომლობისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. ასევე, საუბარი შეეხებოდა მომდევნო მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში განსახილველ სხვადასხვა პროექტებს, რაზეც კომისია წლის ბოლოს იმსჯელებს. 


ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და არაღიარების პოლიტიკას. ირანის ისლამური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის წევრებს ირანის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

ირანულმა მხარემ ურთიერთობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. 
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში ვანო ზარდიაშვილი, რუსლან გაჯიევი, ცოტნე ზურაბიანი, დიმიტრი მხეიძე და თენგიზ გუნავა შედიან.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა