ისრაელში ვიზიტად მყოფი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები იყო. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მათ შეხვედრაზე ამჟამად ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
შიმონ პერესმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ისრაელის საელჩოს თანამშრომელზე დაგეგმილი თავდასმის დროულად აღკვეთისთვის.
ვიზიტის ფარგლებში, ვაშაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდება.

















