logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომ თუ ადამიანმა დაუშვა შეცდომა არჩევისას ან თუ რომელიმე ჩინოვნიკმა მოატყუა ის, შეცდომა მყისვე გამოასწოროს
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომ თუ ადამიანმა დაუშვა შეცდომა არჩევისას ან თუ რომელიმე ჩინოვნიკმა მოატყუა ის, შეცდომა მყისვე გამოასწოროს
18:24 23.06.2018
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მან და მისმა მეგობრებმა ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოში და პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი წარმატებული რეფორმები გაატარეს.
სააკაშვილის თქმით, მან და მისმა გუნდმა შექმნეს სწრაფი პროცედურები ხალხის მომსახურების, დოკუმენტების გაცემის, ბიზნესის კეთების მიმართულებით. აგრეთვე, ყველაზე ეფექტური საბაჟო მსოფლიოში, იუსტიციის სახლები და სხვა ბევრი წარმატებული პროექტი.
თუმცა, ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს განვითარებისთვის კიდევ უფრო ახლებური ხედვები და მიდგომები სჭირდება.
„ახლა მე ვფიქრობ რა უნდა იყოს მომავალში და ეს არ უნდა იყოს დაბრუნება იგივე ადგილზე. ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ და მით უმეტეს, იგივე ხალხი, ვინც ჩვენ დროს რეფორმებს ატარებდა თანამდებობაზე აღარ უნდა დაბრუნდეს.
ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, სადაც ადამიანმა თუ დაუშვა შეცდომა, ან თუ ის ვიღაცამ მოატყუა, მაგალითად პარლამენტარმა, პრემიერ-მინისტრმა, ოლიგარქმა, ან სხვა პირმა, მას უნდა ჰქონდეს საშუალება იმავე წუთს გამოასწოროს შეცდომა. თანამედროვე სოციალური ქსელები ამის საშულებას იძლევა. მე გთავაზობთ, შემოვიღოთ ისეთი სისტემა და მივიღოთ კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებები, რომლის თანახმადაც ნებისმიერ 18 წელს მიღწეულ საქართველს მოქალაქეს შეეძლება ნებისმიერი კანონპროქტი გამოითხოვოს პარლამენტიდან და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ კანონპროექტზე. ეს კანონპროექტი შეიძლება ეხებოდეს მაგალითად, ჯანდაცვას, უფასო და ფასიან განათლებას და ამ საკითხე მოქალაქეები გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებენ.
მეორე: ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს არსებულ კანონში შეიტანოს ცვლილება. თუ მოქალაქე შეაგროვებს მაგალითად 50 000 ხელმომწერს, უნდა დაიწყოს განხილვა და შემდეგ ხმათა უმრავლესობით მოხდეს ცვლილება კანონში.
მესამე: მოქალაქეს უნდა შეეძლოს, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირი მოხსნას და ნებისმიერი ორგანო დაითხოვოს ვადამდე თუ საკმარისი რაოდენობის ხმები შეგროვდება“-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე პროგნოზით, ამ რეფორმების განხორციელების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები არ იქნებიან დამოკიდებულები მთავრობის წარმომადგენლებზე.
„ამ პირობებში ჩვენ უკვე აღარ ვიქნებით დამოკიდებული ჩინონივკებზე, ჩინოვნიკის უკან მდგომ ოლიგარქზე ან მათ ხუშტურებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერავის დავაბრალებთ ჩენს უბედურებას. ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ აღარც ქუჩაში დაგვჭირდება გამოსვლა, რაღაცების მოთხოვნა და შეტაკება. გადაწყვეტილებას ჩვენ თვითონ მივიღებთ.


მაგალითად, თუ საზოგადოების უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ შეუძლია ბიუჯეტის ფული დახარჯონ არა დეპუტატების 5000 ლარიან ხელფასზე, არამედ პენსიის მიმინიმუმ 400 ლარამდე გაზრდაზე, ასევე არა მხოლოდ 250 ლარის მომატებაზე პოლიციელებისთვის, არამედ მათთვის მინიმუმ 2000 ლარის მიცემაზე ან მართლა რეალურად უფასო ჯანდაცვის შემოღებაზე, ეს ასეც უნდა მოხდეს.
თუ საზოგადოება გადაწყვეტს რომ თავისი ფული, რომელიც მისია და არა რომელიმე ოლიგარქის, არა ბესელიასი, არა კობახიძის და არა ვიღაც ბახტაძის, ამ შემთხვევაში მისი ფული უნდა გადანაწილდეს მათი სურვილის მიხედვით.
შესაძლოა საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ სარგებლობდეს სოციალური ქსელით, მაგალითად პენსიონერი, მაგრამ მას აიდი ბარათის მეშვეობით უნდა შეეძლოს დააფიქსიროს თავისი ნება. საზოგადოებას უნდა შეეძლოს მისი სურვილი გამოხატოს ხმის მიცემით ზოგმა ბანკის ტერმინალში, ზოგმა ფოსტაში, ზოგმა იუსტიციის სალხში, ზოგმა კომპიუტერიდან და ასე შემდეგ... აი ეს არის პირადაპირი დემოკრატია“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა