საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით სამართლიანობის აღდგენა
მათთვის აქტუალური საკითხია.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის შესახებ განუცხადა.
„შეძლებისდაგვარად, სამართლიანობის აღდგენას რაც უკავშირდება, რამდენადაც არის შესაძლებელი ამ პროცესის წარმართვა, თითოეული ჩვენგანისთვის, რა თქმა უნდა, ეს აქტუალურია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება.
“ამაზე ჩვენ ბუნებრივია მსჯელობა გვექნება. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, კონკრეტული ზომები უკვე მიღებულია, თუმცა, შეიძლება, ეს არ არის საკმარისი და ამაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

















