პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, სავარაუდოდ, დღეს დაასახელებს.
ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ, რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
მან კანდიდატები 12 რაიონში დაასახელა. აქედან, ფოთიდან კენჭს ეკა ბესელია იყრის, გურჯაანიდან მსახიობ გივი ბერიკაშვილის შვილი რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი, თელავიდან - ეკონომისტი გელა სამხარაული, ბათუმიდან - მურმან დუმბაძე, ქობულეთიდან - ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშის და ფატი ხალვაში და სხვა.

















