logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი ბრაზილიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი ბრაზილიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
17:58 22.06.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ტორკუატო ჟარდიმს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული აქტუალური საკითხები, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში ჩატარებული მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების დინამიკა და ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის სრულყოფის მიმართულებით გაწეული მუშაობა.



დავით ზალკალიანმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ამ მხრივ მიღწეული შედეგების შესახებ. საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას. აქვე, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ბრაზილიის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.



შეხვედრაზე აღინიშნა გაერო-ს ფარგლებში არსებული წარმატებული თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისა და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ამ კონტექსტში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტორკუატო ჯარდიმს გააცნო OGP-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტები და მიესალმა ბრაზილიის მონაწილეობას მ.წ. ივლისში თბილისში დაგეგმილ OGP-ის სამიტში.



ბრაზილიის იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ორგანიზებულ დანაშაულთან (მათ შორის, ნარკოტიკული ნივთიერებებისა და იარაღის უკანანო ვაჭრობა, ტრეფიკინგი და ფულის გათეთრება), ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლისა და კიბერ-უსაფრთხოების საკითხებს. მან ასევე ხაზი გაუსვა სამართლებრივი კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობას.



დავით ზალკალიანმა ბრაზილიურ მხარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ. ბრაზილიური მხარის ინტერესის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ გამოხატა რეფორმების გამოცდილების გაზიარების მზადყოფნაც.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა