პარტია "სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის" ხელმძღვანელი დღეს ევროკავშირის ელჩს შეხვდა.
პარტიის თავმჯდომარის კახა სეთურიძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა "საქართველოს გზის" წარმომადგენლებს აცნობა, რომ პარლამენტში არასამთავრობო ორგანზაციების მიერ საარჩევნო კანონმდებლობასთან და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა, დეტალები ჯერ არ კონკრეტდება.
კახა სეთურძის განმარტებით, ფილიპ დიმიტროვმაც აღნიშნა, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონის 26-ე მუხლი ბუნდოვანია და დაზუსტებას საჭიროებს.
მისი ცნობით, ევროკავშირის ელჩი ამ საკითხზე ხელისუფლების, ოპოზიციიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათი პოზიციები მოისმინა.
"საქართველოს გზის" წარმომადგენლებსა და ევროკავშირის ელჩს შორის მორიგი შეხვედრა მარტში გაიმართება.

















