მმართველი გუნდის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, იქნება თუ არა თეა
წულუკიანი მინისტრთა განახლებულ კაბინეტში.
მისივე თქმით, სჯობს, წულუკიანი გუნდის გარეთ იყოს და შეცდომებზე იქიდან ისაუბროს.
„არ ვიცი იქნება თუ არა წულუკიანი მთავრობის ახალ შემადგენლობაში. მაგაზე არ ვფიქრობ. პრემიერის გადასაწყვეტია.
ჩემთვის საკმაოდ მიუღებელი იყო ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ვიღაცას რაღაც შეეშალა.
რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, სჯობს გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე“- განაცხადა ჭიჭინაძემ.

















