logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძე: ჩვენ ბევრი მაჩვენებლით დემოკრატიის კუთხით ვართ ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის
სოფო კილაძე: ჩვენ ბევრი მაჩვენებლით დემოკრატიის კუთხით ვართ ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის
21:01 20.06.2018
„ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ადამიანი, მასზე ზრუნვა და ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ეს არ არის ჩვენი ახირება, ეს დაგვავავალა ხალხმა, ქართულმა საზოგადოებამ და ჩვენი ყველა ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს და ემსახურება კიდეც ამ უზენაესი მიზნის მიღწევას“- ამ სიტყვებით დაიწყო სოფო კილაძემ თავისი გამოსვლა დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე.



„ძალიან ხშირად ჩვენი ოპონენტები ქილიკობენ იმაზე, რომ ის, რაც თქვა ჩვენი პარტიის ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჩვენ გასაოცარ დემოკრატიას დავამყარებთ - ეს მართლაც ასე არის. ეს არ არის, ბატონებო და ქალბატონებო, საქილიკო, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლაც არის დემოკრატია იმ დონეზე, ისეთი მაღალი ხარისხით, როცა ჩვენ შეგვიძლია ეს თამამად და ღირსეულად ვამტკიცოთ. ბევრი მაჩვენებლით, დემოკრატიის კუთხით, ჩვენ ვართ ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის და ერთერთი ძალიან კარგი მაგალითი ამისა არის სწორედ სტრასბურგის სასამართლო, კერძოდ, ის ფაქტი, რომ საქართველოდან ძალიან შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელების რიცხვი, და ჩვენ, ევროსაბჭოს 47 ქვეყნიდან, ვართ მე-12 ადგილზე წარდგენილი სარჩელების სიმცირით. ეს ძალიან დიდი მიღწევა არის და პირველი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენთან ადამიანის უფლებების დაცვა თვისობრივად მაღალ საფეხურზე არის და აქ ნამდვილად არაფერი გვაქვს სასაყვედურო. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უფრო წინ წავიდეთ და კიდევ უფრო მოწინავე რიგებში გადავინაცვლოთ, მაგრამ იმ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც ჩვენ გვერგო, ნამდვილად მისაბაძი არის სისწრაფე იმ რეფორმებისა, რომელიც გავატარეთ სწორედ დემოკრატიის კუთხით“-აღნიშნა დეპუტატმა.



პარლამენტის წევრმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე: „ჩვენ გვაქვს დიდი გამოწვევები, და ეს პირველ რიგში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, არის სიღარიბე და ამის შესახებ არაერთხელ ითქვა ამ ტრიბუნიდანაც. მეც არაერთხელ მითქვამს. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც დგას ჩვენს წინაშე და ამ გამოწვევას შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ“.



სოფო კილაძემ თავის გამოსვლაში პრემიერმინისტრობის კანდიდატთან ურთიერთობის მაგალითი გაიხსენა; „ამ ადამიანს აქვს სწორედ განცდა იმისა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს უჭირთ და სჭირდებათ თანადგომა. ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს და ასეთი ჯგუფები, რომლის დაცვისთვისაც ჩვენ შევიმუშავეთ სწორედ სოციალური მუშაკის რეფორმა და ამას სჭირდებოდა შესაბამისი თანხები, ამ რესურსზე ჩვენ მივიღეთ ბატონი მამუკასგან დიდი მხარდაჭერა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს რეფორმა ყველაზე გაჭირვებულ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დაეხმარება სიღარიბიდან ამოსვლაში, ისევე როგორც ისინი აღარ იქნებიან ძალადობის მსხვერპლი“.



დეპუტატის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ მამუკა ბახტაძის, ისევე როგორც წარმოდგენილი გუნდის სხვა წევრების ძალისხმევით განხორციელებული რეფორმები იყო და არის ადამიანზე ორიენტირებული, მას მიაჩნია, რომ ამ გუნდს პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა