საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი
ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, Pალაზზო ჩანცელლერია-ში გაიმართა ქართველოლოგი პროფესორის, სტივენ ჯონსის საჯარო ლექცია "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიული მნიშვნელობა".
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ გრძელიძემ. ელჩმა ისაუბრა პროექტის "თამარაშვილის საჯარო ლექციის" მნიშვნელობაზე.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ქართველმა მევიოლინემ, ნატალია გაბუნიამ.
ლექციას წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს, რომის კურიის, წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, ასევე მეცნიერებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ასევე, 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, ვატიკანის ოფიციალურმა გამოცემამ L"Oსსერვატორე ღომანო-მ გამოაქვეყნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტატია სათაურით "შოგნო ეუროპეო" ("ევროპული ოცნება").

















