პარლამენტის წევრის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ხორავას ქუჩის
ტრაგედიას ცალკეული პოლიტიკური პარტიები და „რუსთავი 2“ იყენებდა.
ასე გამოეხმაურა ბესელია შალვა ნათელაშვილის მიერ რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას.
მისივე თქმით ეს არის აღიარება იმისა, რაც პირველივე დღიდან ძალიან ნათლად და ღიად ჩანდა და რაზეც იგი ყოველთვის მიუთითებდა.
„ტრაგედია „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიის ,,რუსთავი 2“ -ის და პოლიტიკური პარტიების მხრიდან გამოყენებულ იქნა პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც გუშინ პირდაპირ დაადასტურეს როგორც ბატონმა გვარამიამ, ასევე შალვა ნათელაშვილმა.
ვფიქრობ, გუშინდელი განცხადებების შემდეგ, თუკი ვინმეს ქონდა კითხვა ამ მიმართულებით, ყველა მათგანს პასუხი გაეცა. ცხადია, ამ პროცესების უკან იდგა ნაციონალური მოძრაობა, ნათელაშვილი და რამდენიმე სხვა პოლიტიკური ჯგუფი“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

















