„ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი ხელისუფლებისგან მძღოლების მასიურად
დაჯარიმების შეწყვეტას ითხოვს.
როგორც შატბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოქალაქეების ჯიბეების დაცარიელებისთვის, ხელისუფლება სხვა მეთოდებთან ერთად, ვიდეო-პატრულის მიერ 70-100 ლარით მძღოლების მასიურ დაჯარიმებას იყენებს.
„ჩვენი ინფორმაციით, ბიუჯეტში დღეში 30-50 ათასი ლარი შედის. გადაუხდელობის შემთხვევაში, ჯარიმა ათმაგდდება, ასე რომ არჩევნების დამთავრებისთანავე ჩვენს მოქალაქეებს საგზაო მოძრაობის უმნიშვნელო დარღვევაზე 700-800 და 1000-ლარიანი ჯარიმების გადახდა მოუწევთ“ - განაცხადა შატბერაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებების ნაცვლად, ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებასა და დაჯარიმებული მძღოლების გადასახადისგან გათავისუფლებას ურჩევს.

















