საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, სამთავრობო ბლოკი ძირითადად
სამ - ეკონომიკურ, სოციალურ - კულტურულ და ძალოვან ბლოკად იყოფა, სადაც სერიოზული ინსტიტუციური ტრანსფორმაციაა საჭირო.
ამის შესახებ ნარჩემაშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ სამთავრობო ბლოკი შეიძლება გავყოთ სამ ძირითად ნაწილად. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკის ბლოკი, სოციალური და კულტურული პოლტიკის და ე.წ. ძალოვანი ბლოკი. ამ მიმართულებით მე ვისურვებდი უფრო სერიოზულ ინსტიტუციურ ტრანსფორმაციას, რომელიც აისახება ინსტიტუციების ძალიან წარმატებულ მოქმედებაში. ვფიქრობ, თუ ამ შინაარსობრივ ცვლილებებსა და გარდაქმნებზე იქნება საუბარი, მე არ გამოვრიცხავ უფო მეტ ცვლილებებსაც“- განაცხდა ნარჩემაშვიოლმა.

















