„ახალი მემარჯვენეები" საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობენ. ამჯერად, დავით
გამყრელიძემ კანდიდატები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 3 რაიონში დაასახელა.
მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები „ახალი მემარჯვენეების" რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები არიან.
მცხეთაში მურად ჩხაიძის, თიანეთში ქეთევან გონჯილაშვილის, ხოლო დუშეთში - ვეფხია ბოდაველის კანდიდატურები დასახელდა.
„სამივე მაჟორიტარი კანდიდატი პოლიტიკაშია, რაიონულ ორგანიზციებს ხელმძღვანელობენ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამივე თავის რაიონში დაიბადა, გაიზარდა და დღემდე საქმიანობს. კარგად იცნობენ თავიანთი რაიონის პრობლემებს“ - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
„მემარჯვენეებმა“ გუშინ კახეთის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატებიც წარადგინეს.

















