logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ცქიტიშვილი: ევროკავშირის ხალხის სახელით ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს პოლიტიკურ ბრძოლაში
დიმიტრი ცქიტიშვილი: ევროკავშირის ხალხის სახელით ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს პოლიტიკურ ბრძოლაში
17:59 14.06.2018
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.
მისივე თქმით, რეზოლუცია ყველა იმ საკითხს მოიცავს, რომელიც აქამდე ყოფილა საქართველოს ზრუნვისა და შეშფოთების საგანი.
„ევროპარლამენტარების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, -„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის აგრესიიდან 10 წლის შემდეგ“. იმდენად დიდი იყო მხარდაჭერა ელექტრონული კენჭისყრა საჭირო აღარ გახდა.
ძალიან კომპლექსური და ყოვლისმომცველი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა, რომელიც მოიცავს ყველა საკითხს, რომელიც აქამდე ყოფილა საქართველოს ზრუნვისა და შეშფოთების საგანი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის, იქ არსებული პრობლემების, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, გადაადგილების შეზღუდვის და სხვა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, ბაშარულის მკვლელობები და ასეთი დანაშაულების საქმეების გამოუძიებლობა.
რეზოლუციაში ასევე ნახსენებია და მხარდაჭერილია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია რომელიც ამ საკითხს უკავშირდება და მოუწოდებენ სხვა ქვეყნებს რომ ეს დამოკიდებულება მათაც გაიზიარონ. რეზოლუციაში შესულია ყველა ის საკითხი, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვაყენებდით სხვადასხვა საერთაშორისო, ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ევროკავშირის კონსოლიდირებული პოზიცია, დამოკიდებულება, რომელიც ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს თავის სამართლიან ბრძოლაში და მეორე მხრივ ძალიან მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს საქართველოში“,-განაცდა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
დიმიტრი ცქიტიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის კონსოლიდირებული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებასა და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ეს არის კონსოლიდირებული ევროპული მხარდაჭერა. ევროკავშირის უმაღლესი ორგანო, თავისი სტატუსით და დემოკრატიული ლეგიტიმაციით - ევროპარლამენტი, ეს არის ხალხის მიერ არჩეული ერთადერთი ორგანო ევროკავშირში, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია, რომელიც საუბრობს ევროკავშირის ხალხის სახელით და ევროკავშირის ხალხის სახელით ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს პოლიტიკურ ბრძოლაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული მოვლენა 10 წლისთავზე. ბრძოლის შემდეგი 10 წელი იქნება სხვა მასშტაბების და უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული მხარდაჭერით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
დიმიტრი ცქიტიშვილმა ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეულ სამუშაოებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის მმართველი გუნდის სწორი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი.
„პარლამენტმა და კონკრეტულად ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია ამ საქმიანობისთვის. რეზოლუციის პათოსის დამკვიდრებას ხელი შეუწყო ევროკავშირში საქართველოს ხელისუფლების სწორმა, რაციონალურმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ რუსეთის მიმართ. თუნდაც იმან, რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, ჩვენ არც ერთხელ არ წამოვეგეთ პროვოკაციას, და პროვოკაციების საპასუხოდ, ჩვენ მაინც მკაფიოდ ვუჭერთ მხარს სამშვიდობო პოლიტიკას.
ეს აძლევს ევროკავშირს საშუალებას, რომ თამამად დაგვიჭირონ მხარი, რადგან ხედავენ რომ არც ერთ შემთხვევაში ამ კონფლიქტს განახლებისკენ არ მივიყვანთ. ჩვენ ვცდილობთ ყოველთვის სამშვიდობო პოლიტიკით მივიდეთ ჩვენს დასახულ მიზნებამდე. ამიტომ 2012 წლიდან დაწყებული, მთავრობის საგარეო პოლიტიკამ მნიშვნელოვნად განაპირობა ის რომ განწყობა მკვეთრად შეცვლილია და ასეთი ცალსახაა ჩვენი მხარდაჭერა“ - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ: სოციალისტებმა და დემოკრატებმა; სახალხო პარტიამ, ლიბერალების გაერთიანებამ, მწვანეებმა და ევროპელმა კონსერვატორებმა. „ცალსახაა, რომ ქართულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი წარმატება მოიტანა და მოგვცა განწყობათა ცვლილება ევროპაში საქართველოს მიმართ“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.









FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა