პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას იმ შემთხვევაში
ენდობა თუ კომისია საარჩევნო სიებში აღმოჩენილ ხარვეზებს ბოლომდე აღმოფხვრის.
ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.
„ეს კომისია ნდობას მაშინ დაიმსახურებს, როდესაც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და სიების შესწორებას დაიწყებს“ - აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული „კარდაკარის“ მონაცემები სახელმწიფო კომისიას გადაეგზავნება, რომელიც ვალდებულია მათ მიერ გამოვლენილი დარღვევები გაითვალისწინოს.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ „კარდაკარის“ ჩატარების დროს გამოვლენილ დარღვევებს კომისიას აგვისტოს დასაწყისში მიაწვდის.

















