logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი კომისიაზე: იკვეთება ექსპერტების სახით მოწვეული პირების კავშირები პარტიებთან, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ აქციებს
ანრი ოხანაშვილი კომისიაზე: იკვეთება ექსპერტების სახით მოწვეული პირების კავშირები პარტიებთან, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ აქციებს
16:56 14.06.2018
საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ანრი ოხანაშვილი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.
ოხანაშვილის განცხადებით, დროებით საგამოძიებო საპარლამენტო კომისიას სასამართლოდან და შსს-დან ძალიან სწრაფად გადაეცა სისხლის სამართლის საქმის მასალები.
,,ვინაიდან დიდია ჩვენი საზოგადოების დაინტერესება საქართველოს პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა შეისწავლოს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტი, მსურს, როგორც ამ კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ქართული ოცნების კვოტით, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება.


როგორც ცნობილია, დროებით საგამოძიებო საპარლამენტო კომისიას სასამართლოდან და შსს-დან ძალიან სწრაფად გადმოეცა სისხლის სამართლის საქმის მასალები. ასეთი ოპერატიულობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ხელისუფლების მზაობას, მაქსიმალურად ითანამშრომლოს კომისიასთან და ამით ხელი შეუწყოს ამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას.


მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდისთვის მოსალოდნელი იყო რისკები, რაც ამ კომისიის ხელმძღვანელობის ოპოზიციისთვის გადაცემას უკავშირდებოდა, ქართული ოცნების გუნდმა გამოვიჩინეთ დიდი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე და საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობა ვანდეთ ოპოზიციას, რათა ამ საქმის შესწავლა მომხადრიყო მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ობიექტურად.


საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად შეძლებდა კომისიაში უმრავლესობის სახით წარმოდგენილი ოპოზიცია ყოფილიყო პოლიტიკურად ნეიტრალური და პროცესის ობიექტურად და სამართლიანად წარმმართველი. ასეთი შეკითხვები, არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ლეგიტიმურია. თუმცა, ჩვენი მიზანია, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მიეცეს შესაძლებლობა, წარმოაჩინოს საკუთარი პასუხისმგებლობა და მისცეს საქმეს ობიექტური და სამართლიანი შეფასება.


ამის მიუხედავად, მეც და ჩემს კოლეგებსაც ქართული ოცნებიდან, გვიჩნდება კრიტიკული კითხვები ევროპული საქართველოს მისამართით, მათ ობიექტურ და სამართლიან შეფასებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ევროპული საქართველოს მიერ კომისიაში ექსპერტების სახით მოწვეული ზაზა ჭაიას და ირაკლი ქადაგიძის მიმართ საზოგადოებაში არსებობს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, მათი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე.


ამასთანავე, იკვეთება ექსპერტების სახით მოწვეული ამ პირების კავშირები იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე ორგანიზებას უწევდნენ აქციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური და რევანშისტული მიზნებისთვის.


აქედან გამომდინარე, ზაზა ჭაიას და ირაკლი ქადაგიძის ე.წ. საექსპერტო საქმიანობა ძნელად წარმოსადგენია, იყოს ობიექტური, რასაც საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვება. ეს ყოველივე კი კომისიის ობიექტური საქმიანობის დისკრედიტაციას მოახდენს, რაც ჩვენთვის ყველასთვის საზიანო იქნება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა