საზოგადოებრივი მოძრაობა „ეროვნულების“ ერთ-ერთი ლიდერის დავით სოკოლოვის განცხადებით, მოვიდა დრო, როცა საქართველო ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას.
ამის შესახებ სოკოლოვმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„უკვე მოვიდა ის დრო, როცა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ ქვეყნის ფეხზე დაყენების საქმეში წვლილი უნდა შეიტანოს. ჩვენი იდეური გაერთიანება „ქართულ ოცნებასთან“ უნდა იყოს სამოქალაქო ორაგნიზაციებისთვის მაგალითის მიმცემი“ - აღნიშნა სოკოლოვმა.
მისი შეფასებით, საზოგადოებრივი მოძრაობების - „ეროვნულების“ და „ქართული ოცნების“ გაერთიანება ქვეყნის ერთ მუშტად შეკვრას შეუწყობს ხელს.
დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ „ეროვნულების“ წევრები „ქართული ოცნების“ თემატურ ჯგუფში ჩაერთვებიან.

















