მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, განცხადებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გააკეთებს.
ერთ-ერთი ვერსიით, პრემიერმა შესაძლოა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადოს.
ბრიფინგი 18:30 საათზე დაიწყება.

















