logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მხარი დაუჭირეს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მხარი დაუჭირეს
18:38 12.06.2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც მანდატურის სამსახურის რეფორმას ეხება. კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი კომიტეტმა მესამე მოსმენით წინა სხდომაზე განიხილა, მაგრამ კენჭისყრა გადაიდო. „კანონპროეტში ასახულია ყველა ის შენიშვნა, რაც კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტმა განიხილა საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირისა და პროფესიული კონსულტირების ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დუალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით . პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, დანიელ დავითაშვილის განმარტებით, დუალური პროფესიული განათლება ევროპაში უკვე აპრობირებული და მიღებული სისტემაა, რომლის დანიშნულებაა ახალგაზრდებმა ბევრად უკეთ შეისწავლონ და გამოიმუშაონ უნარ-ჩვევები. „ავტორთა ამოცანაა, ხელი შევუწყოთ განათლების სისტემას საქართველოში“, - განაცხადა დანიელ დავითაშვილმა.

მარიამ ჯაშმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით. „ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში განვიხილეთ ის წინადადება, რომელიც შემოთავაზებული იყო მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის მიერ და მთელი რიგი რეკომენდაციები, რომელიც სამუშაო რეჟიმში განვიხილეთ, იქნება ასახული პროფესიული განათლების შესახებ კანონში. რაც შეეხება დუალური განათლების სისტემას, არავინ დაობს, რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმა. დუალური განათლება არაერთ ქვეყანაში ძალიან წარმატებით არის განხორციელებული და საქართველომ აუცილებლად უნდა იპოვოს საკუთარი მოდელი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი განცხადებით, მთავრობა პროფესიული განათლების შესახებ კანონის მიღების შემდეგ ნაბიჯად უკვე მუშაობს დადგენილების პროექტზე, რომელიც მოაწესრიგებს საჯარო, კერძო და სოციალური პარტნიორობის მოდელზე აგებული, საწარმოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომებს. მისი თქმით, საკანონმდებლო წინადადება გადაეგზავნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ ეს შემოთავაზებები მთავრობის დადგენილების შემუშავების პროცესში იყოს გათვალისწინებული.

კომიტეტის სხდომაზე განიხილეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მეცნიერთა ეროვნული აკადემიის შესახებ“. სოფლის მეურნეობის აკადემიას მიზანშეწონილად მიაჩნია სტიპენდიანტის ინსტიტუტის შემოღება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში და კანონმდებლობითვე განისაზღვროს მათი რაოდენობა. კომიტეტის თავმჯდომარემ წინადადების ავტორს შესთავაზა ევროკომისიასთან დიალოგის დასრულების შემდეგ, საშემოდგომო სესიაზე დაუბრუნდეს კომიტეტი აღნიშნული საკანონდმებლო წინადადების განხილვას.

დღესვე კომიტეტმა მხარი დაუჭირა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 წლის ანგარიშსა, საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის 2017 წლის დასკვნას და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შიდა აუდიტის დასკვნას.

„არანაირი წინააღმდეგობა მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებთან არ ფიქსირდება. ძალიან კარგად არის წარმოდგენილი ხედვა საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ ასევე ახალ სატელევიზიო გადაცემებს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა