logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი
18:37 12.06.2018
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელეს.

მომხსენებელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დეპუტატებს კანონპროექტი პრინციპების დონეზე გააცნო და საპენსიო რეფორმის არსის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც დასაქმებულის მიერ წლების განმავლობაში გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება. მომხსენებლის განმარტებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქალაქეს საშულებას მისცემს, მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი.

წარმოდგენილი კანონპროექტი დაგროვებითი საპენსიო სქემის ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს არეგულირებს და განსაზღვრავს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში მონაწილეობის წესებს და პირობებს.

წარმოდგენილ კანონპროექტს თან ახლავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

„რეფორმის პირველი მიზანი არის, რომ მოქალაქეს ჰქონდეს ღირსეული პენსია, მეორე - ამ რეფორმით ჩვენ მივიღებთ დადებით ეკონომიკურ ეფექტს, რადგან განვითარდება კაპიტალის ბაზარი, საგარეო ვალი ჩანაცვლდება შიდა რესურსით, რაც ლარის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. და ჩვენ ამ რეფორმით შემოვიღებთ ისეთ მექანიზმებს, რომლებიც მაქსიმალურ გარანტიას მისცემენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ არ დაიკარგება მათ ანგარიშებზე აკუმულირებული დაგროვებითი პენსია და მათ უზრუნველყოფილი ექნებათ ღირსეული სიბერე“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დღესვე, კომიტეტის წევრებმა ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ–დემოკრატების“ ალტერნატიული კანონპროექტი „საპენსიო სისტემის შესახებ“ განიხილეს.

აკაკი ზოიძის თქმით, პროექტების შესახებ მომდევნო სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელებენ. როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, შესაძლებელია, დღეს წარმოდგენილი პროექტების შეჯერება მოხდეს, თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომიტეტი მხარს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს დაუჭერს.

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მომხსენებლებმა დეპუტატების კითხვებს უპასუხეს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა